14. მე-14 ჯგუფის ელემენტები

14.3. გერმანიუმის ქვეჯგუფი

1. რით ემსგავსება და რით განსხვავდება ერთმანეთისაგან გერმანიუმის ქვეჯგუფის ელემენტები? რომელი მოდიფიკაციები აქვს კალას? დაახასიათეთ კალას მოდიფიკაციები. რა ემართება კალასაგან დამზადებულ საგნებს α-მოდიფიკაციაში (რუხი კალა) გადასვლისას?

2. როგორია α- და β- კალამჟავების მიღების ხერხები და თვისებები?

3. კალას რომელ შენადნობებს იცნობთ? რა გამორჩეული თვისებებით ხასიათდება კალას შენადნობები?

4. როგორი სტრუქტურა აქვს ტყვიას?

5. შეადარეთ ერთმანეთს გერმანიუმის, კალას და ტყვიის ელექტროქიმიური და ქიმიური აქტიურობა.

6. როგორია მარილმჟავასთან და გოგირდმჟავასთან გერმანიუმის, კალას და ტყვიის ურთიერთქმედების სპეციფიკა?

7. როგორ მიიღება გერმანიუმის ქვეჯგუფის ელემენტების სულფიდები და დისულფიდები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.

8. რომელი რეაქციით არის შესაძლებელი SnS-ის და PbS-ის ერთმანეთის- გან დაცილება?

9. რა განსხვავებაა PbO2-ს და BaO2-ს შორის?

10. რა გამოყენება აქვს გერმანიუმის ქვეჯგუფის ელემენტებს და მათ ნაერთებს?

11. როგორია გერმანიუმის ქვეჯგუფის მეტალების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე?

 

s